გზავნილი „ყვითელჟილეტიანებს“

პროტესტმა შედეგი გამოიღო – ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციებმა და ქუჩებში ათი ათასობით დემონსტრანტის გასვლამ, საფრანგეთის ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა აიძულა.

საპროტესტო მუხტის გასანეიტრალებლად მომზადებულ გეგმებში ცვლილელები შევიდა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა და ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის ახალი ინიციატივები გააცნო.

პოზიციების დათმობის მიუხედავად, მთავრობის რეფორმების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციები მაინც არ შეწყდება.