ბრიუსელის სამიტის წინ საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან მხარდამჭერ გზავნილებს იღებს.
ვარშავაში გამართულ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ასამბლეა ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის წევრობის პერსპექტივას მხარს უჭერს და ალიანსს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
სიტყვით გამოსვლაში საქართველო ახსენა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც, რომელიც ბრიუსელის მოახლოებულ სამიტზე ჩვენი ქვეყნის პროგრესის სათანადოდ ასახვას ელის.