იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს მოკავშირეები ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესს დააფასებენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ივლისში დაგეგმილ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესს აუცილებლად აღნიშნავს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვარშავაში საპარლამენტო ასამბლეაზე ქართველი დეპუტატის ირაკლი ბერაიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხდა. მისივე თქმით, სამიტის ფორმატზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ალიანსის წევრები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ ქვეყნის კონტრიბუციას აუცილებელად გაუსვამენ ხაზს. სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსეთზეც და განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოებაზე ვეტოს დადება არც ერთ ქვეყანას არასდროს შეეძლება. მისივე თქმით, რუსეთის მეზობლებს აქვთ უფლება, აკეთონ ის, რაც სურთ, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ მოსკოვში.