ნატო-ს სამიტის მოლოდინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ძლიერი გზავნილი პუტინის მიმართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.