უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების იმედი აქვს ალიანსის მომდევნო სამიტზე, რომელიც ზაფხულში, ვილნიუსში გაიმართება. ამის თაობაზე ზელენსკიმ ლვოვში ვიზიტისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ. მისი თქმით, დღეს უკრაინის მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკაზე საუბრით, არასაკმარისია. კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითად კი, მან ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა, რაც უკრაინას მოტივაციას აძლევს.