ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

საქართველოზე მთავარი ფოკუსი არის კვლავ რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ და ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ამავდროულად, სტოლტენბერგი განმარტავს, რომ ახალ წევრთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.