თბილისის ისტორიული უბანი ძველ იერსახეს იბრუნებს. დღეიდან გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
“ახალი ტფილისის” პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები მოედნის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციასაც მოიცავს. მათ შორის არის კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლიც.
სახლები, რომლებიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებშია აგებული, ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც, მათი ბინადრები უკვე წლებია, ქირით ცხოვრობენ.
მასშტაბური პროექტის მიმართ გარკვეული კითხვები აქვთ ხელოვნებათმცოდნეებს, რომლებიც სამუშაოების პროცესში ჩართვას ითხოვენ.