გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. ადგილზე დილიდან ხალხმრავლობაა. მფრინავები მაშველები და ექიმები გუდაურში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.