გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმიც მოიხსნა. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა კი ისევ აკრძალულია.

რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გომბორზე შეზღუდვები არ მოქმედებს, თუმცა, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.