გუდაური-კობის მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია. შეზღუდვა ყველა სახის ტრანსპორტზე ვრცელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან უნდა განახლდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

პროცესს ზედამხედველობასა და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.

დატოვე კომენტარი