შეზღუდვები გზებზე

საავტომობილო გზებზე უამინდობის გამო, შეზღუდვებია. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდა გომბორის უღელტეხილზეც, სადაც ინტენსიურად თოვს.

მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეც. ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არის დასაშვები.