რუსული მხარის მიერ სპეციალურად დაგეგმილი კიბერშეტევა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია სახელწოდებით „ჭიაყელა“ განახორციელა. შეტევის სამიზნე სახელმწიფო უწყებები, მედია და მათ შორის საქართველოს პირველი არხიც იყო. საგარეო უწყების განმარტებით, კრემლის მთავარ მიზანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა წარმოადგენდა.
საქართველოს და საერთაშორისო გამოძიების დასკვნებს რუსული მხარე უარყოფს. განხორციელებული კიბერშეტევა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების პარალელურად, უკვე დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთს მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.