გრიპის ვირუსების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება.
წელს პირველი შემთხვევაა, როცა ვირუსის სხვადასხვა შტამი ივნისშიც ცირკულირებს. ეპიდემიოლოგები ინფიცირების მონაცემების კლებას ჯერ კიდევ აპრილისთვის ელოდებოდნენ, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა. გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებებით ინფიცირებულთა მიმართვის მაჩვენებელი კლინიკებში ამ დრომდე მაღალია. ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც. ექიმები ზამთრის ვირუსების გახანგრძლივებაში კოვიდ-პანდემიის კვალს ხედავენ. როდის გადაივლის პიკი – მედიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.