სეზონური ვირუსები

ქვეყანა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიურ ფაზაში იმყოფება. დომინანტობას ინარჩუნებს ე.წ. ღორის გრიპად წოდებული „ა“ ტიპის ვირუსი. სეზონური ვირუსების მატების ფონზე გაიზარდა როგორც ექიმებთან, ისე სტაციონარებში მიმართვიანობამ, თუმცა საწოლფონდის გადატვირთვის პრობლემის წინაშე ამ ეტაპზე კლინიკები არ დგანან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შემთხვევების რაოდენობამ, შესაძლოა, სასწავლო პროცესის განახლების შემდგომ გაზრდილი მობილობის ფონზე იმატოს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია სწორად მოხდეს პირბადის გამოყენება და ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზის მიუხედავად აცრის ჩატარება.