ეპიდვითარება და თვითმმართველობის არჩევნები

მოახლოებული არჩევნების გადადების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო აქტიურდება.

სახალხო დამცველი პოზიციას არ ცვლის და განმარტავს, რატომ ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება და სიკვდილიანობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი ნინო ლომჯარიასთვის არჩევნების თარიღის შეცვლის საფუძველია. პოზიციას იზიარებს და ეპიდემიოლოგებისგან უახლოესი ერთი თვის პროგნოზების გამოქვეყნებას ითხოვს ოპოზიციის ნაწილიც, გასხვავებით ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია. გადადების ინიციატორებმა დღეს ნიკა მელიასგან მსუბუქი კრიტიკაც მიიღეს.

იკვეთება თუ არა ომბუდსმენის მოთხოვნის მიღმა ოპოზიციის ინტერესი – მმართველი გუნდის ბრალდებებზე სახალხო დამცველის მწვავე რეაქციის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ეს ეჭვი მაინც აქვს. ნინო ლომჯარია ოპოზიციური პარტიების პოზიციების გახმოვანებაში დღეს თავად პრემიერმა დაადანაშაულა. მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას კატეგორიულად გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი