გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სოფელ ოძისში იმყოფებოდა.
გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებთან ერთად ღამის პატრულირებაში მიიღო. მისი თქმით, უახლოეს მომავალში აუცილებელია საპოლიციო ძალების გაძლიერება ოკუპაციის ხაზის გასწვრივ.