დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაცია ოძისში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს. კანონმდებლები საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით პირველად გაიმართა.