ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი სტუმრობს. დომინიკ ჰალსერი დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.