ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მანამდე კი დიპლომატი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ის ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ქართულმა მხარემ აჯა ლაბიბს მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, საქართვლოს რეგიონული ვიზიტით სტუმრობს. მან უკვე გამართა შეხვედრა ქართველ კოლეგასთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.