ამერიკის კუთხე ოძისის სკოლაში

ამერიკის ელჩმა სოფელ ოძისის 73-ე სკოლაში, ამერიკის კუთხე გახსნა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამერიკულ ლიტერატურას, კულტურას და წაიკითხონ სხვადასხვა ჟანრია წიგნები. ამერიკის საელჩოს ჩართულობით, მოწვეული ლექტორების მიერ პერიოდულად სემინარებიც გაიმართება. ამერიკული კუთხე და თარო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში 2003 წლიდან ეტაპობრივად იხსნება.