მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს.
საზეიმო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრესთან და მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა. ქადაგებას ტაძარში მყოფი პრეზიდენტობის კანდიდატებიც ისმენდნენ.