მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა მცხეთის სასამართლო.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი „ტოიოტას ქამრის“ მანქანაში იჯდა და სწორედ ამ ავტომობილიდან გადმოსული პირები დაედევნენ არაგვის ხიდზე 19 წლის ფეხბურთელს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, არასრულწლოვნებმა გაქცეულ სპორტსმენს დანარჩენ სამ ახალგაზრდასთან ერთად მდინარის ნაპირამდე სდიეს, სასტიკად სცემეს და შემდეგ ჯერ ისევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. განაჩენის გამოცხადებას ამჯერადაც ხმაური და პროტესტი მოჰყვა. არასრულწლოვნების ოჯახები 19 წლის ახალგაზრდის რეზონანსულ საქმეს უბედურ შემთხვევად აცხადებენ.