სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გერმანიაში

აღკვეთილი გადატრიალების გეგმა გერმანიაში.

ქვეყნის 24 და რუსეთის ერთ მოქალაქეს მთავრობის დამხობის მცდელობაში ედებათ ბრალი. დაკავებულებს შორისაა პრინცი ჰაინრიხ მეცამეტეც, რომელიც გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების შემდეგ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შესადგენად რუსეთის ოფიციალურ პირებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა. თუ პროკურატურის ინფორმაციას დავეყრდნობით, გეგმა ბუნტესდაგზე თავდასხმას და პოლიტიკოსების მძევლად აყვანას ითვალისწინებდა, რასაც არეულობა და გადატრიალება უნდა მოჰყოლოდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, შეთქმულებას იატაკქვეშა ექსტრემისტული ორგანიზაცია ამზადებდა.