გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდის განხილვა 23 თებერვლამდე გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, ის ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაიცავს მსჯავრდებულს. ასევე დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების საქმეში დართვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის ბრალდებას. გამოძიება ედავება არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს ჯგუფურ ძალადობასა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.