დაკავება 80 კილოგრამი ჰეროინის საქმეზე

80 კგ ჰეროინი სატვირთო მანქანის სამალავში.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ირანიდან სომხეთის გავლით შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებაში 315 შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მაშინ აღმოაჩინეს, როცა ბათუმის პორტიდან ტვირთის ბულგარეთში გაგზავნას ცდილობდნენ. მძღოლი ირანის მოქალაქეა, ის ნარკოტიკებთან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სატვირთო მანქანა სხვა მესაკუთრე ჰყავს. გამოძიება ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.