უკვე ორი საათია, მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. იმის გამო, რომ საქმეში ექვსი არასრულწლოვანია, პროცესი დახურულია, შესაბამისად, სხდომას მედიასაშუალებები არ ესწრებიან. პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. რა პოზიცია აქვთ ადვოკატებს და რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დაწყებამდე.