გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში, კადეტებთან შეხვედრა და დისკუსია გამართა. სტუდენტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდნენ. შეკითხვები დაისვა ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივისა და იმ მოლოდინის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია. უცხოელ კადეტებს შორის, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას აკადემიის ორი ქართველი სტუდენტი ზვიად ჯოლოხავა და ლუკა ნადირაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.