გიორგი მარგველაშვილი: ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი:

გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, – ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით, ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც. ნებისმიერი ხელისუფლება იმის მიხედვით ფასდება და განისჯება, თუ რამდენად უერთგულებს  უმთავრეს ეთიკურ პრინციპს. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით.

სამწუხაროდ, არც ერთი საზოგადოება არაა სრულად თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. თუმცა უდავოა, რომ ხალხისა და ხელისუფლების ერთსულოვნებას, საერთო მიუღებლობას ყოველგვარი ჩაგვრისა და ძალადობისა და, ამავდროულად, ტოლერანტობის  ატმოსფეროს დამკვიდრებას, მინიმუმამდე დაჰყავს მსგავსი მოვლენები, – წერს გიორგი მარგველაშვილი.