10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღს ტრადიციულად საქართველოც ეხმაურება. შესაბამისი აქტივობები დილიდან მიმდინარეობს.

ღონისძიებას, თავისუფლების მოედანზე, სახალხო დამცველი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.

აქტივობების ფარგლებში, დარიგდა სპეციალური ბროშურები, იმსჯელეს თანამედროვე გამოწვევებზე და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.