გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ასევე მისიის ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობის ვადის ამოწურვას მიეძღვნა.

გიორგი კვირიკაშვილმა უილიამ ლაჰიუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის შეფასებით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი დაარსების დღიდან  შრომობს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად და მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და დახმარებას უწევს მთავრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.