დიპლომატების და ექსპერტების შეხვედრა

„ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები: ფიქრი და განსჯა“, – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს დიპლომატებმა და ექსპერტებმა.

დისკუსია ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეის“ ორგანიზებით გაიმართა.

„საქართველო უნდა დაელოდოს ნატო-ში გაწევრიანებას“, – ეს განცხადება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა გააკეთა. უილიამ ლაჰიუს თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი. მისი ინფორმაციით, საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.