გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის. 15-წევრიანი პოლიტსაბჭოდან პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია 14 წევრზე დევს, გიორგი კვირიკაშვილი კი სიაში აღარ არის.

პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ადგილს პოლიტსაბჭოში ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.