გიგი უგულავას ბრალდების ერთ-ერთ საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა 13 მაისს იწყება. წელიწადნახევრის შემდეგ, პროცესის განახლებას უგულავა პოლიტიკური მოტივით ხსნის.
საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ამ საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება ედება ბრალად. აღნიშნულს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
მოამბე