გიგი უგულავას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. სხდომაზე სასაზღვრო პოლიციისა და აეროპორტის თანამშრომლები დაკითხეს, რომლებმაც აეროპორტში მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრეს. დაცვის მხარის განცხადებით, დაკითხულ მოწმეებს საქმესთან პირდაპირი შემხებლობა არ ჰქონიათ. ბრალდების მხარის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ ფიზიკური დაპირისპირება დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, რომელზეც სასამართლო განხილვები იმართება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს მოხდა. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. თუმცა ისინი თავდასხმაში უგულავას და გაბაშვილს ადანაშაულებენ.