გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

ბადრი გავაშელიშვილი​ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნეს. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

საქმე ეხება აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომელზეც ბრალდების მხარე უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილი​ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებას ედავებოდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

დატოვე კომენტარი