უგულავას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე გიგი უგულავას პროცესი გაიმართა. პროცესი არსებით განხილვაზეა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, გავაშელიშვილის თანმხლები პირი დაიკითხა. მან პროკურატურის პოზიცია დაადასტურა და განაცხადა, რომ უგულავამ გავაშელიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიაყენა. თავად უგულავა პროცესს არ დასწრებია. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს.

დატოვე კომენტარი