სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება საქართველოდან გაგზავნილ რეზონანსულ საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლომ 2014 წელს გიგი უგულავას დაკავებაში პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოცილების მიზანი ვერ დაინახა. გახმაურებულ საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ევროპული სასამართლოსთვის ეჭვქვეშ არ დგას. თუმცა, ამავე დადგენილებით, საქართველოს ხელისუფლებას მომჩივნის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში დატოვება ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლის დარღვევაა. დედაქალაქის ყოფილი მერის წინააღმდეგ თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის ბრალდებით საქმე ჯერ კიდევ 2013 წელს აღიძრა, დაკავების შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა გაიზარდა.

ხელისუფლებისგან გასხვავებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად მომჩივანი სხვანაირად კითხულობს.