უგულავას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის ფაქტზე გიგი უგულავას საქმის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. პროცესი არსებით განხილვაზეა. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება, საუბარია გავაშელიშვილის თანმხლებ პირზე, თავად ბრალდებული გიგი უგულავა პროცესს არ ესწრება. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს.