გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ფოთში გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილს ხდის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და აუცილებელია მერობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის.
როგორც უგულავა ამბობს, აღნიშნული დოკუმენტი შარშან პრობლემის გარეშე აიღო. გიგი უგულავა სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.