გიგი უგულავა - „ენერგოპროს“ ვანის წარმომადგენელი და "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი, სამსახურს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს
„ენერგოპროს“ ვანის თანამშრომელი და “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი, შალვა ლორთქიფანიძე, ბელთაძეების ოჯახს გიგი უგულავასთან ფოტოს გადაღების გამო ემუქრება – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.
“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, “ენერგოპროს” წარმომადგენელი სამსახურს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს. საპასუხო კომენტარი ქართულ ოცნებაში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.