ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩნვენებელი 

ღვინის ექსპორტი გაზრდილია.

2019 წელს საქართველოდან 94 მილიონ ბოთლამდე პროდუქცია გავიდა. ეს მონაცემი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი, უკრაინა და ჩინეთი ლიდერობენ. მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ბაზრების ათვისების პროცესი. საექსპორტო მაჩენებელების კიდევ უფრო გასაზრდელად აქცენტი ქვევრის და ბიოღვინის წარმოების გააქტიურებაზე კეთდება.