ღვინის ეკონომიკა - კონფერენცია თბილისში

საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ცნობილ ექსპერტებს მასპინძლობს.

ამერიკული ასოციაციის კონფერენციის მთავარი თემა ღვინის ექსპორტის გაზრდა, საექსპორტო ბაზრების მოძიება და პროდუქციის პოპულარიზაცის გასაზრდელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაა. ასოციაციის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ კვლევებს ატარებენ. დისკუსიების გარდა კონფერენციის მონაწილეები ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს, ყურძნის ჯიშებს და მეღვინეობის ტრადიციებს სხვადასხვა რეგიონში პირადად გაეცნობიან.