„ღირსეული პარტნიორი 2020“

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანის სამხედრო ბაზისკენ მიემართება. საბრძოლო ჯავშანმანქანები ცენტრალური მაგისტრალიდან გორში შევიდნენ.

სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.