„ღირსეული პარტნიორი 2020“

პანდემიამ „ღირსეულ პარტნიორს“ ხელი ვერ შეუშალა – 2 700-ზე მეტი სამხედრო დღეიდან საქართველოში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება გაიხსნა. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, წვრთნებში ნატო-ს ოთხი ქვეყნის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.

„ძალა პარტნიორობაშია“ – ამ გზავნილით 18 სექტემბრამდე ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონზე და ნორიოს ბაზაზე დაგეგმილია საველე და საშტაბო სწავლებები, წვრთნები კიბერუსაფრთხოებას, საინფორმაციო ოპერაციებს და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ტაქტიკასაც მოიცავს.

 

დატოვე კომენტარი