„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონია
ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. „ძალა პარტნიორობაშია“ – ეს იყო „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი გზავნილი.
დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თამჯდომარე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.