კელი დეგნანი - ერთობლივი წვრთნები არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს
კელი დეგნანი - ერთობლივი წვრთნები არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს

წვრთნა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის ასევე გულისხმობს მკაფიო გზავნილებს, რომელიც ეხება პანდემიის მიუხედავად სწავლების ორგანიზების უნარს და უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

მისი თქმით, „ღირსეული პარტნიორი 2020“ აერთიანებს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-ს მოკავშირეებთან.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები დახურვის ცერემონიალზე. ეს არის წვრთნა, რომელიც აერთიანებს საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-ს მოკავშირეებთან. აშშ მოხარულია, რომ მიმდინარე წელს შეურთდა საქართველოს, პოლონეთს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ორკვირიან ინტენსიურ სწავლებაში.

წვრთნა არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობის განვითარებას, ის ასევე გულისხმობს მკაფიო გზავნილებს, რომელიც ეხება პანდემიის მიუხედავად სწავლების ორგანიზების უნარს და უგზავნის შეკავების მკაფიო გზავნილს ნებისმიერ აგრესორს“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩის შეფასებით, ერთობლივი წვრთნები ძალიან წარმატებული იყო.

„ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, ძალების უსაფრთხოდ ჩამოყვანა პანდემიის მიუხედავად. საქართველოს მთავრობამ და მოკავშირე ძალებმა უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს მიმართეს სამხედროების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.