საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა - საზეიმო ღონისძიება ვაზიანში

ქართული არმიის დაარსებიდან 32 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ხელისუფლების პირველმა პირებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ღონისძიება მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა სახელმწიფო ჰიმნიც, რა დროსაც ქვემეხებიდან საზეიმოდ ზალპები გაისროლეს.