ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა

კახეთში ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. საუბარია თბილისი-საგარეჯოს გზის 35 კმ-იან მონაკვეთზე. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, საფუძვლის ფენის მოწყობა, რკინიგზის სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების და ხიდების ხიმინჯების მშენებლობა. გზის ეს მონაკვეთი კახეთთან თბილისის დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ის გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში, როგორებიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალმა მაგისტრალმა დასახლებულ პუნქტებში მოძრაობა უნდა განტვირთოს და შეამციროს მგზავრობის დრო.