„ღირსეული პარტნიორი 2020“

მრავალეროვნული მასშტაბური წვრთნები დასრულებულია.

საქართველოს და ნატოს ოთხი წევრი ქვეყნის 2 700-ზე მეტმა ჯარისკაცმა „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დახურეს. ეს იყო 10-დღიანი საერთაშორისო წვრთნები, რომელსაც საქართველომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, უკვე მეხუთედ უმასპინძლა. „ძალა პარტნიორობაშია“ – ამ გზავნილით ჩატარებული საველე და საშტაბო სწავლებების მთავარი მიზანი რეგიონალური თანამშრომლობის და ნატოსთან თავსებადობის ზრდაა. ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ ბაზებზე გამართულ წვრთნებში ამერიკული სამხედრო ტექნიკაც იყო წარმოდგენილი.