ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა. ღია პარლამენტის დღეზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის, საპარლამენტო რეფორმების გატარებასა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.
ღონისძიება ირაკლი კობახიძემ გახსნა და დემოკრატიული განვითარებისთვის საპარალამენტო ღიაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.